ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
პატარების განწყობაზე თოჯინების თეატრის მსახიობებმა ზღაპრის გმირებთან ერთად იზრუნეს. ასევე, მოეწყო სპეციალური კუთხეები: სახის მოხატვა, აპლიკაციების გაფერადება, საბავშვო ბიბლიოთეკა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ბავშვების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიებას მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.