ინდაური ალუბლით

ინდაური ალუბლით

ინგრედიენტები

600   გრამი ინდაურის ხორცი

2   ს/კ ერბო

600   გრამი ალუბალი

1/2  ჩ/ჭ ღვინო

400   გრამი თეთრი პური

2   ცალი კვერცხი

2   ს/კ შაქარი

მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადება

ინდაურის ან ქათმის ხორცი დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა მაგარი ღვინის თეთრი ძმარი, დავაწყოთ ერბოწასმულ ტაფაზე და შევწვათ. ალუბალს გამოვაცალოთ კურკები, ჩავყაროთ ქვაბში და მოვხარშოთ თავდახურულ თავისსავე წვენში. როდესაც მოიხარშება, გავატაროთ საცერში.

1/2 ჩაის ჭიქა მისივე კურკა დავნაყოთ, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ვხარშოთ 1 საათს, შემდეგ გავწუროთ და ჩავასხათ ალუბლის წვენ-ფაფაში, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და კვლავ წამოვადუღოთ.

ამ მასაში ჩავუმატოთ 1 ფურცელი ჟელატინის ნაჭერი, კარგად მოვურიოთ და გავაცივოთ. გაცივებული მკვრივი მასა მომცრო ოთხკუთხედებად დავჭრათ. ამავე დროს თეთრი პურის გული დავჭრათ ოთხკუთხედებად, ჯერ რძეში ამოვავლოთ, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და შევწვათ ერბოდასხმულ, გაცხელებულ ტაფაზე. ლანგარის შუა ადგილას დავაწყოთ შემწვარი ხორცი, ირგვლივ კი შემოვუწყოთ ალუბლის წითელი და პურის თეთრი ოთხკუთხედები. მიირთვით გემრიელად.