ცეზარი ლორით

ცეზარი ლორით

ინგრედიენტები

რამდენიმე სალათის ფურცელი

1   მუჭი „სუხარიკები“

2   ნაჭერი ბეკონი

გახეხილი პარმეზანი

5   ს/კ მაიონეზი

1/2  ცალი ლიმონის წვენი

1   კბილი ნიორი (სურვილისამებრ)

მომზადებ

საკმაზის გასაკეთებლად – ერთად აურიეთ მაიონეზი, გახეხილი პარმეზანი(ან თქვენთვის სასურველი ყველი), ლიმონის წვენი და ნიორი (სურვილისამებრ). საკმაზი იოგურტის მასის მსაგავსი იქნება, მაგრამ თუ ცოტათი სქელი გამოვა შეურიეთ 1 ს/კ წყალი.

დაჭერით სალათის ფურცლები და ჩაყარეთ დიდ თასში. ლორის ერთი ნაჭერი პატარა ნაწილებად დაჭერით და შეურიეთ სალათის ფურცლებს, დაუმატეთ „სუხარიკების“ ნახევარი.

საკმაზი სალათას შეურიეთ. დაჭერით დარჩენილი ლორი და „სუხარიკებთან“ ერთად დაუმატეთ სალათას.

მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და გემრიელად მიირთვით!