აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ აშშ დიდი ხანია სთხოვს უკრაინას, არ გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გენერალმა მარკ მილიმ აღნიშნა, რომ მისი უწყება იკვლევს გამოსახულებებს, რომელზეც ნაჩვენებია მანქანები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბელგოროდზე თავდასხმაში გამოიყენეს
შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია რუსეთის შიგნით ამერიკული აღჭურვილობის გამოყენების წინააღმდეგ ნათელია კიევისთვის.