ლევან კაკავა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან კაკავა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კომისრის თანაშემწის მოადგილეს, კლინტ ლემს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბაჟო ადმინისტრაციები, ასეთი მაღალი დონის შეხვედრას მართავენ. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, საბაჟო კონტროლის შესაძლებლობებისა და  საბაჟო ადმინისტრაციის შემდგომი ინსტიტუციონალური გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული ვიზიტი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში გაიმართა და მას, ასევე, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე.