რომან გოცირიძე - სჯობს, გაჩერდნენ და, განსაკუთრებით, ფინანსებს ნუ ახსენებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ წელიწადში 2.1 მილიონი ლარის დაფინანსება აქვს, 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე

რომან გოცირიძე - სჯობს, გაჩერდნენ და, განსაკუთრებით, ფინანსებს ნუ ახსენებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ წელიწადში 2.1 მილიონი ლარის დაფინანსება აქვს, 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე

ნუ აპელირებენ ბიუჯეტით, ბიუჯეტი ჩემზე უკეთ არავინ იცის. სჯობს, გაჩერდნენ და, განსაკუთრებით, ფინანსებს ნუ ახსენებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ წელიწადში 2.1 მილიონი ლარი დაფინანსება აქვს, 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა ყოფილი თანაგუნდელის, ანა წითლიძის იმ განცხადებას, სადაც წითლიძე დეკანოიძე-გოცირიძის მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე ამბობს, რომ ეს ფაქტი თუ შედგა, პოლიტიკური კორუფცია იქნება.

„ნუ აპელირებენ ბიუჯეტით, ბიუჯეტი ჩემზე უკეთესად არავინ იცის. მე, უბრალოდ, არ მინდა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს აბსოლუტურ უმრავლესობასთან, მეგობრები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წელიწადში 2.1 მილიონი ლარი დაფინანსება, „ნაციონალური მოძრაობის“ 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე, ეს არის ნახევარი მილიონი ლარი და აპარატში არის კიდევ ერთი ნახევარი მილიონი ლარის დახმარება, პარტიას ოთხი მანქანა ჰყავს. ამ 2.1 მილიონს თითქმის 1 მილიონი ლარი ემატება და იმით არგუმენტირებენ, რომ პარლამენტი დაზიანდება, რომ ჯგუფს ექნება (დაფინანსება). ჯობია, გაჩერდნენ და, განსაკუთრებით, ფინანსებს ნუ ახსენებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში.