ველოსიპედის ყიდვა საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მის შეძენას ბავშვისთვის აპირებთ. ველოსიპედის სწორად შერჩეული ტიპი მისი კომფორტული გამოყენების წინაპირობაა. თუ გსურთ საბავშვო ველოსიპედები ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეიძინოთ, მაშინ LiloShop-ზე წარმოდგენილ მოდელებს დაუყოვნებლივ უნდა გაეცნოთ.
როგორ შევარჩიოთ საბავშვო ველოსიპედი?
სხვადასხვა დანიშნულების ველოსიპედებს განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები აქვს. საგზაო ველოსიპედი სწრაფი გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი და საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის გამოიყენება. მთის ველოსიპედი მაღალი გამავლობის ტრანსპორტია და მისი გადაადგილების სისტემა უსწორმასწორო ზედაპირებზე მოძრაობისთვისაა შექმნილი. ჰიბრიდული ველოსიპედი წინამორბედების სინთეზს წარმოადგენს და მოკლე მანძილზე გადაადგილებას განსაკუთრებით ამარტივებს.
საბავშვო ველოსიპედის შერჩევისას აქცენტი გააკეთეთ მოდელის თავისებურებეზე, ბავშვის ასაკსა და სიმაღლეზე. ასევე გასათვალისწინებელია წონა და გამძლეობაც, რათა მისი მართვა მცირეწლოვნისთვის არ გართულდეს.
დარწმუნდით, რომ ბავშვი კარგად წვდება სახელურს და მოძრაობისას გადახრა არ უწევს;
შეარჩიეთ ისეთი ველოსიპედი, რომელზეც სავარძლის რეგულირებას მარტივად შეძლებთ;
საბავშვო ველოსიპედის ბორბლის ზომა 30.48 სმ-ია, ხოლო მოზრდილების - 66-71.1 სმ-მდე;
ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით 1-3 წლამდე ბავშვებისთვის თვითმგორავი ველოსიპედის შეძენაა მიზანშეწონილი, ხოლო 3-დან 4 წლამდე მცირეწლოვნებისთვის სრულფასოვანი, კამერიანი საბურავებით აღჭურვილი, ტრანსპორტი უნდა შეიძინოთ. 4-6 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 12-16 დიუმის დიამეტრის საბურავებიანი მოდელის შეძენა, ხოლო 6-დან 9 წლამდე კატეგორიისთვის ველოსიპედი დამატებითი ბორბლების გარეშე უნდა შეიძინოთ. მოზრდილებისთვის (9-13 წლამდე) 24 დიუმიანი საბურავებით აღჭურვილი მოდელები უნდა შეიძინოთ, რომელიც 1-დან 24-მდე სიჩქარეს ავითარებს.
ლილოშოპზე ნებისმიერი ტიპის ბიუჯეტზე გათვლილი ველოსიპედები შეგიძლიათ შეიძინოთ. ველოსიპედების ფასი 108 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე მერყეობს. სასურველი პროდუქტის შეძენა, თქვენი გემოვნების მიხედვით, სხვადასხვა ფერებში შეგიძლიათ. თუ გსურთ დაზოგოთ დრო და მაღაზიებში სტუმრობის გარეშე თქვენი შვილისთვის თანამედროვე ველოსიპედი შეიძინოთ, მაშინ გაეცანით ვებგვერდზე წარმოდგენილ მოდელებს და სასურველი პროდუქტი ბინაზე გამოიძახეთ. ველოსიპედის შეძენა იდეალური გადაწყვეტილებაა ბავშვისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასასვლელად, რაც მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
Liloshop-ზე ზაფხულისთვის ყველა ტიპის აღჭურვილობას მარტივად შეიძენთ. აგარაკზე გამგზავრებამდე აუცილებლად დაათვალიერეთ კარკასული აუზები მთელი ოჯახისთვის, ან შვილებისთვის სასურველი ზომის საბავშვო აუზები შეარჩიეთ. ნებისმიერი ტიპის აქტივობის შემდეგ მსგავსი განტვირთვა თითოეულ დღეს, თქვენი შვილისთვის, დაუვიწყარად აქცევს.