საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქ კოლეგას, თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა უწყებებს შორის პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასრულებისას დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქი კოლეგა 1-ლი ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა. ამის შემდეგ მინისტრებმა ბრიფინგი გამართეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
დღესვე საქართველოს შს მინისტრი ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თურქეთის საერთაშორისო აკადემია დაათვალიერა და მისი მუშაობის მეთოდებს გაეცნო.
აკადემიაში სტუმრობისას შს მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი მეჰმეთ თესილქაია 1-ლი ხარისხის მედლით, ხოლო საქართველოში თურქეთის საელჩოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ჯუნეით გიურერი მე 2-ე ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას ეწვია. მინისტრი აკადემიის რექტორს შეხვდა და სასწავლო პროცესის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის კონტრტერორისტულ დეპარტამენტს ესტუმრა და მის ხელმძღვანელობას შეხვდა.
საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულებულია.