უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: ბრძოლა ქალაქ ბახმუტისთვის გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: ბრძოლა ქალაქ ბახმუტისთვის გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები ბახმუტი და მარინკა კვლავ ბრძოლის ეპიცენტრად რჩება.

„ბრძოლა ქალაქ ბახმუტისთვის გრძელდება. ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ბახმუტთან და ივანივსკესთან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის მრავალი თავდასხმა ქალაქ მარინკას მახლობლად. გარდა ამისა, მტერმა დაბომბა დონეცკის ოლქის სოფელი პობიედა“, - აღნიშნეს უკრაინის გენერალურ შტაბში.

21 მაისს, უკრაინულმა მხარემ ბახმუტზე კონტროლის დაკარგვა უარყო. ანა მალიარის თქმით, ვითარება კრიტიკულია, თუმცა, ქალაქში ბრძოლები გრძელდება და უკრაინელი მებრძოლები ლიტაკის რაიონში თავდაცვით პოზიციებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.