ლატვიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში რუსეთის დიდი დანაკარგების მიუხედავად, ამ ომით რუსეთის დასუსტებულად ჩათვლა არასწორია

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში რუსეთის დიდი დანაკარგების მიუხედავად, ამ ომით რუსეთის დასუსტებულად ჩათვლა არასწორია

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ინარა მურნიეცემ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის დიდი დანაკარგების მიუხედავად, არასწორია იმის თქმა, რომ რუსეთი დასუსტებულია ამ ომით და არ შეუძლია ახალი სტრატეგიული სიურპრიზების შეთავაზება.

ჩრდილოეთის ჯგუფის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების გარემო, ხოლო რუსეთის აგრესიული პოზიცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას და ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის სასტიკ აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული და ბირთვული საფრთხეების ფართო არსენალის გამოყენებას უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტების მიზნით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი უკრაინის მხარდაჭერაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.