ბერლინის პოლიციამ ორი რუსი ჟურნალისტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბერლინის პოლიციამ ორი რუსი ჟურნალისტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბერლინის პოლიციამ ორი რუსი ჟურნალისტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აპრილში ჟურნალისტები ბერლინში, კრემლის კრიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.

რუსული საგამოძიებო მედიასაშუალების, „აგენტსვოს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ფონდ „ფრი რაშა ფაუნდეიშენის“ ხელმძღვანელი ნატალია არნოა. მეორის ვინაობა კი არ სახელდება. „აგენტსვოს“ ცნობით, არნოს მოწამვლის ფაქტს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.