ბულგარეთის დედაქალაქში მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

ბულგარეთის დედაქალაქში მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

ბულგარეთში დემონსტრანტებმა მთავრობას უკრაინის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და სოფიაში ევროკავშირის შენობას წითელი საღებავი შეასხეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იტყობინება.

მათი ცნობით, დემონსტრაცია 21 მაისს ჩატარდა, მისი ორგანიზატორები კი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და პრორუსული განწყობის ადამიანები იყვნენ. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ანტიევროპული პარტია „აღორძინების“ წევრები და ასევე დეპუტატები. დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასამდე ადამიანმა მიიღო.

მომხდარს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.