დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა.

სასანქციო სიაში მოხვდა 86 ფიზიკური პირი და კომპანია, რომლებსაც რუსეთის ენერგეტიკულ, მეტალურგიურ, თავდაცვით, სატრანსპორტო და საფინანსო სექტორებთან აქვთ კავშირი.

სანქცირებულთა შორის არიან „გაზპრომ ნეფტის“ დირექტორთა საბჭოს 13 წევრი და „ტრანსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს 5 წევრი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ გენდირექტორი ვლადიმირ ლეპინი, ოქროსმომპოვებელი კომპანია „პოლუსი“, „როსბანკი“, „ტინკოფ ბანკი“ და სხვები.