გია ვოლსკი: იმ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც სჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ

გია ვოლსკი: იმ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც სჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ

 პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი სოციალრ ქსელში წერს.

„სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისად საყურადღებოა სიღარიბეში მცხოვრებ ბავშთა პრობლემაც. ასე რომ არ იყოს, არც ნახევარი მილიარდამდე ლარი გამოიყოფოდა ბიუჯეტიდან თითოეულ ასეთი ბავშვისათვის 200 ლარის ყოველთვიური დახმარებისათვის, გარდა იმ სოციალური დახმარებისა რასაც მისი ოჯახი იღებს და სამედიცინო დაზღვევის პაკეტისა.ივნისიდან გაიზრდება შშმ ბავშვების დახმარება.  დაკანონდა აგრეთვე სოცდახმარების შენარჩუნება, თუკი ოჯახის წევრები მუშაობას დაიწყებენ, რაც ხშირად დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორი ხდებოდა. სხვა არაერთი პროგრამაა, საბავშვო ბაღებში უფასო კვების, თუ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების ჩათვლით. შუბლზე ძარღვი გაიწყვიტეს და დღეს ამ პრობლემებზე ნაცმოძრაობის რევოლუციური ბრიგადის ორატორები ალაპარაკდნენ. ჰკითხოს ვინმემ თუ რამდენი იყო ბავშვთა დახმარების მაჩვენებელი მათი მმართველობისას, პასუხი გაგაოცებთ - ნული! იმ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც სჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ“.