„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: უკრაინის ჯარმა ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით ლოკალურ წარმატებას მიაღწია

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: უკრაინის ჯარმა ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით ლოკალურ წარმატებას მიაღწია

უკრაინის ჯარმა ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით, ლოკალურ კონტრიერიშებში წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) იტყობინება.

ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოები, რომელთა გეოლოკაციის დადგენა მოხერხდა. კადრებზე ჩანს, როგორ იხევენ უკან რუსი სამხედროები უკრაინული არტილერიის ცეცხლის ქვეშ ბერხოვის წყალსაცავის სამხრეთ ნაპირზე, რომელიც ბახმუტიდან 4 კილომეტრში მდებარეობს.

„ეს კადრები ვიზუალურად ადასტურებს რუსი ბლოგერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინამ ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით გარკვეულ წარმატებას მიაღწია“, - აღნიშნავენ ISW-ში.