ვალერი ზალუჟნი: უკრაინის გამარჯვებისთვის მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება საკმარისი არ იქნება

ვალერი ზალუჟნი: უკრაინის გამარჯვებისთვის მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება საკმარისი არ იქნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება საკმარისი არაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი კომაროვთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი გამარჯვება იქნება მთელი ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება, თუმცა ეს საკმარისი არაა. უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა, ის, რაც 2022 წლის 24 თებერვალს მოხდა, არასოდეს განმეორდეს. უნდა შევქმნათ ისეთი სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც არ მისცემს რუსეთს ამის გამეორების შესაძლებლობას. გვჭირდება მძლავრი, თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები. ეს იქნება გამარჯვება“, - განაცხადა ზალუჟნიმ.