მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს შესაძლოა, იტალიას ეწვიოს

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს შესაძლოა, იტალიას ეწვიოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს შესაძლოა, რომს ეწვიოს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა, გერმანიაში მოგზაურობის დროს ხანმოკლე ვიზიტით ეწვიოს იტალიას, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.

ვატიკანში არ გამორიცხავენ რომის პაპისა და ზელენსკის შეხვედრას, თუმცა, მედიის ცნობით, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია და ამიტომ არ არსებობს ოფიციალური დადასტურება ამ შესაძლო შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ.