მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღის აღლუმი გაიმართა

მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღის აღლუმი გაიმართა

მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღის აღლუმი გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთი მის წინააღმდეგ ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ის საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დონბასის მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის მთავრობა ნაცისტებს შეადარა და დასავლეთს სხვა სახელმწიფოებში სისხლიანი კონფლიქტების პროვოცირებაში დასდო ბრალი.