ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიიდან 25 ადამიანი გაიტაცეს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიიდან 25 ადამიანი გაიტაცეს

შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ბაპტისტურ ეკლესიას ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში და 25 ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

კვირას, თავდამსხმელები შეიჭრნენ ბეგეს ბაპტისტურ ეკლესიაში. შეიარაღებულმა პირებმა თავდაპირველად 40 ადამიანი გაიტაცეს, თუმცა 15-მა პირმა გაქცევა მოახერხა.

„ოცდახუთი ადამიანი კვლავ მძევლად ჰყავთ თავდამსხმელებს“, - განაცხადა ჯოზეფ ჰაიაბიმ, კადუნას შტატში ნიგერიის ქრისტიანული ასოციაციის ხელმძღვანელმა.