რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციური ალიანსი LGBT თემისა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციური ალიანსი LGBT თემისა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ოპოზიციური ალიანსი LGBT თემისა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მწვავე განცხადებები რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში გამართულ მიტინგზე გააკეთა, რომელსაც სამთავრობო მედიის მონაცემებით, მილიონ 700 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

განსაკუთრებულად კრიტიკული ერდოღანი პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ კილიჩდაროღლუს მიმართ იყო, რომელსაც მან ლოთი უწოდა.