მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. საქართველოს ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს.

საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი მისი ბორბალზე წამების დღეა.