მიხეილ სარჯველაძე: ბუდაპეშტში პრემიერის გამოსვლა იყო უნაკლო, ყოველმხრივ დაბალანსებული და სწორი ღირებულებების

მიხეილ სარჯველაძე: ბუდაპეშტში პრემიერის გამოსვლა იყო უნაკლო, ყოველმხრივ დაბალანსებული და სწორი ღირებულებების

მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც განცხადება პრემიერ ღარიბაშვილს ეკუთვნის, ოპოზიციას უნდა, რომ ის გააკრიტიკოს, თუნდაც, ეს უდავოდ სწორი და მართებული იყოს,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბუდაპეშტში პრემიერის გამოსვლა იყო უნაკლო, ყოველმხრივ დაბალანსებული და სწორი ღირებულებების.

„ოჯახის, რელიგიის, ქრისტიანობის, ისლამის მიმართ პატივისცემა არ მგონია, რომ ის ღირებულებები იყოს, რომლითაც მხოლოდ ჩვენ გამოვირჩევით ან ღირებულებები, რომელიც პატივსაცემია მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ან პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ნათლავენ, რომ რაღაც კლიშე და იარლიყი მიაწებონ რაღაცას, რაც რეალურად შეიძლება უდავო, სწორი და მართებულია. მარტო იმიტომ, რომ ეს განცხადება პრემიერ ღარიბაშვილს ეკუთვნის, სურვილი აქვთ, რომ ეს გააკრიტიკონ. მგონია, რომ წინასწარ გაკეთებული ნეგატიური ანონსები ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით იყო ძალიან ხმამაღალი. რეალურად, ეს იყო ცივი წყლის გადასხმა ყველას მიმართ, ვინც წინასწარ აკრიტიკებდა ამასთან დაკავშირებით. საგნობრივად თვითონ ვერცერთი განცხადება ნახეს, რომელთან მიმართებაშიც შეეძლოთ რაიმე კრიტიკული ეთქვათ. თუ არა და მითხარით, რომელი წინადადება იყო ისეთი, რომელიც შეიძლება კრიტიკას იმსახურებდა. იმიტომ, რომ ოპონენტები ჩასაფრებულები არიან, სპორტული აზარტით უდგებიან უკვე ამ საკითხებს, რა საკვირველია ისინი ვერ ბედავენ თქვან, რომ არ შეიძლება ოჯახის მიმართ გქონდეს პატივისცემა, ვერ იტყვიან, რომ ეკლესიის მიმართ უპატივცემულოდ უნდა იყო განწყობილი და ამიტომ აზროვნების ასეთ მოდელს გვთავაზობენ, რომ ამათ არ იციან რა არის კონსერვატივიზმი და ა.შ . ეს არის აბსურდული განცხადებები, რადგან სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იყო უნაკლო გამოსვლა ამ თვალსაზრისით, ყოველმხრივ დაბალანსებული, ეს იყო სწორი ღირებულებების, რაც ჩვენ გვიყვარს, გვეხალისება, გვეამაყება ამის დემონსტრირება და პარალელურად პატივისცემით დამოკიდებულება ყველა განსხვავებულის მიმართ“,- განაცხადა სარჯველაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.