რომან კაკულია: ღარიბაშვილის არცერთი გამოსვლა არ ყოფილია ისეთი გულწრფელი, როგორც ბუდაპეშტში. მან თავისი მსოფლმხედველობრივი კრედო გამოხატა და განაცხადა, რომ ვისაც ჩემს გვერდით დგომა გინდათ, დადექით, მე ამ გაზე მივდივარ

რომან კაკულია: ღარიბაშვილის არცერთი გამოსვლა არ ყოფილია ისეთი გულწრფელი, როგორც ბუდაპეშტში. მან თავისი მსოფლმხედველობრივი კრედო გამოხატა და განაცხადა, რომ ვისაც ჩემს გვერდით დგომა გინდათ, დადექით, მე ამ გაზე მივდივარ

ღარიბაშვილის არცერთი გამოსვლა არ ყოფილია ისეთი გულწრფელი, როგორც ბუდაპეშტში. ამ ადამიანმა თავისი მსოფლმხედველობრივი კრედო გამოხატა და განაცხადა, რომ ვისაც ჩემს გვერდით დგომა გინდათ, დადექით, მე ამ გაზე მივდივარ, - ასე შეაფასა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა.

„ღარიბაშვილის არცერთი გამოსვლა არ ყოფილია ისეთი გულწრფელი, როგორც ბუდაპეშტში გამოვიდა. ის საუბრობდა თავისი გაგებით. ეგ შეიძლება დააბრალო, როდესაც ადამიანი იმეორებს სიტყვებს, რომელიც თავად არ სჯერა. ეს არ იყო არაგულწრფელი ადამიანის გამოსვლა. ის გამოდიოდა ზუსტად ისე, როგორც მას სჯეროდა. ვისაც ეს მოსწონს, გაჰყვეს მას და დადგეს მის გვერდით. მან აბსოლუტურად გაავლო ხაზი და ასე მკვეთრად. ნეტავ, ასე სხვები გამოხატავდნენ თავი მსოფლმხედველობრივ კრედოს! ამ ადამიანმა თავისი მსოფლმხედველობრივი კრედო გამოხატა და უთხრა, რომ ვისაც ჩემს გვერდით დგომა გინდათ, დადექით, მე ამ გაზე მივდივარ. რა თქმა უნდა, მან გამოწვევები გაამწვავა. ჩვენსა და ევროკავშირს შორის ამით გამოწვევები გამწვავდა - ამასაც პირდაპირ უნდა შევხედოთ, რადგან ადრე თუ გვიან ჭირი თავს მალავს, მალავს და ბოლოს თავს არ დამალავს. ორბანი უმრავლესობაში არ არის. შენ რომ ჩადიხარ და ორბანის გვერდით დგები, ამით შენ რა თქმა უნდა, დამოკიდებულებას უფრო ამწვავებ დანარჩენ ევროპასთან, მაგრამ თუ ეს ნამდვილად გვინდა, ეს ღირებულებები ნამდვილად ძვირფასია ჩვენთვის, მაშინ ეს უნდა ვიცოდეთ და ეს დავიცვათ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა არჩევანს გავაკეთებთ. მე იმის თქმა მინდა, რომ მესმის მისი. ამ ღირებულებებში მე მის გვერდით ვდგავარ, რადგან მე არ მგონია, რომ ეს ქვეყანა შემთხვევით გაჩენილი ბაქტერიებისგანაა წამოსული. ამდენად, ცა ჩემთვის არ არის ცარიელი“, - განაცხადა კაკულიამ.