ალეკო ელისაშვილი: საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონრების ძარცვით, მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი იქნება თუ ჩემი ნათესავი, ბევრი კითხვა არსებობს, რასაც პასუხები სჭირდება

ალეკო ელისაშვილი: საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონრების ძარცვით, მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი იქნება თუ ჩემი ნათესავი, ბევრი კითხვა არსებობს, რასაც პასუხები სჭირდება

ჩემთვის საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია ქართველი თუ უცხოელი პენსიონერების ძარცვით. მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი იქნება თუ ჩემი ნათესავი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის უამრავი კითხვა არსებობს და როგორც ჩანს, ყოველდღე ახალ-ახალი კითხვები ჩნდება

„მგონი, ამ ქვეყანაში მე და მამაჩემს არ გვაქვს ქოლცენტრები, თორემ ყველა პენსიონერებს ატყავებდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მინდოდა იმის გასაგებად, მართლა რა ხდება, რა სურათი გვაქვს. როგორც ჩანს, „ნაცი“, „ქოცი“, პატარა და დიდი შეიკრა, რათა ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ. პირადად ჩემთვის უამრავი კითხვაა და როგორც ჩანს, ყოველდღე ახალ-ახალი კითხვები ჩნდება, ვისია და ვისი არ არის ეს ქოლცენტრები, ვინ მფარველობს, ვინ – არა. ჩემთვის საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია ქართველი თუ უცხოელი პენსიონერების ძარცვით. მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი იქნება თუ ჩემი ნათესავი. არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში დღისით, მზისით ქოლცენტრებია მოწყობილი და სუს-მა არაფერი იცოდა, ავლაბრის არალეგალური სტამბის მსგავსი იყო მოწყობილი?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.