ვახტანგ გომელაური ე.წ. ქოლცენტრებზე: ჩვენი თუა და ჩვენ თუ ვმფარველობთ, რატომ ვკეტავთ მაშინ?

ვახტანგ გომელაური ე.წ. ქოლცენტრებზე: ჩვენი თუა და ჩვენ თუ ვმფარველობთ, რატომ ვკეტავთ მაშინ?

აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შსს და სხვადასხვა უწყება, რომ მაქსიმალურად დაიხუროს და არ იფუნქციონიროს საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ე.წ. ქოლცენტრებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩვენი თუა და ჩვენ თუ ვმფარველობთ, რატომ ვკეტავთ მაშინ? ჩვენ ვააშკარავებთ. გუშინაც ფინანსურმა პოლიციამ და ჩვენ გამოვააშკარავეთ“, - განაცხადა გომელაურმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.