ტეხასში პოლიციამ 5 მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

ტეხასში პოლიციამ 5 მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

ტეხასის შტატში 5 ადამიანის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე დააკავა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მექსიკური წარმოშობის 38 წლის კაცი, რომელსაც ასობით სამართალდამცველი ეძებდა, ჰიუსტონთან ახლოს დააკავეს. შერიფის განცხადებით, ის ერთ-ერთ შენობაში, კარადაში იმალებოდა. ფრანცისკონ ოროპესას დაკავება სატელეფონო ზარის საშუალებით მოხდა.

კლივლენდის გარეუბანში ტრაგედია 28 აპრილს მოხდა. გავრცელებული ცნობით, მეზობელმა ოროპესას, რომელიც საკუთარ სახლთან ისროდა, სთხოვეს სროლა შეეწყვიტა. ამის შემდეგ კაცი მეზობლების სახლში შეიჭრა და 5 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი მოკლა. თავდასხმის მსხვერპლი ჰონდურასელი ოჯახი გახდა.