გაერომ სუდანში, ჰუმანიტარულ საკითხებში კოორდინატორი გაგზავნა

გაერომ სუდანში, ჰუმანიტარულ საკითხებში კოორდინატორი გაგზავნა

გაერომ სუდანში, ჰუმანიტარულ საკითხებში კოორდინატორი, მარტინ გრიფიტსი გაგზავნა. ამის შესახებ, ორგანიზაციის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„გრიფიტსი სუდანში გაიგზავნა, რათა მოიკვლიოს, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მილიონობით ადამიანს, რომელთა ცხოვრებაც, სუდანში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო, თავდაყირა დადგა“, – აღნიშნა გაეროს სპიკერმა.

სუდანში შეიარაღებულ არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებები მესამე კვირაა მიმდინარეობს. არმიის მეთაური და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელი, ძალაუფლებისთვის იბრძვიან და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ არმიაში შეყვანის გეგმებზე ვერ თანხმდებიან.

კონფლიქტს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.