მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციონერები IRI-ს კვლევას რომ ენდობოდნენ, ისინი ნამდვილად არ გაუშვებდნენ ხელიდან შანსს და დააყენებდნენ კანდიდატურებს ყველა ოლქში

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციონერები IRI-ს კვლევას რომ ენდობოდნენ, ისინი ნამდვილად არ გაუშვებდნენ ხელიდან შანსს და დააყენებდნენ კანდიდატურებს ყველა ოლქში

ოპოზიცია ძალიან კარგად ხვდება, რომ არანაირი რესურსი არა აქვს დღეს ხელში, რომ ხელისუფლებასთან კონკურენციაში შევიდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ გაჰქცეოდნენ ამ პოლიტიკური კონკურენციის ფორმას, რასაც ჰქვია არჩევნები. თვითონ ოპოზიციონერები IRI-ს კვლევას რომ ენდობოდნენ, ისინი ნამდვილად არ გაუშვებდნენ ხელიდან შანსს და დააყენებდნენ კანდიდატურებს ყველა ოლქში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ხვალ რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდება.