ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები და ზოგადად ეს მაღალი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ადასტურებს, რომ ჩვენი საკითხი, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დღის წესრიგშია ძალიან მაღალ დონეზე,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მიმდინარე პერიოდში უკვე ხდება ევროკავშირის გადაწყვეტილების შემუშავება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა შეხვდება ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს, მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.