პოლონეთის სახით ქართველ ხალხს, საქართველოს ჰყავდა და ეყოლება ძალიან სერიოზული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთის ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ჩართულობა გულისხმობს როგორც 12 პუნქტის შესრულების საკითხში, ახლო კონსულტაციებს მთავრობასთან და შესაბამის პირებთანაც, ასევე სხვა საკითხებს, რომლებიც არის მოსაგვარებელი და მტკივნეული, იქნება ეს გვარამიას, ყოფილი პრეზიდენტის თუ ზოგადად დემოკრატიის თემა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.