ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან სპეციალური ჯგუფი გამოყო "მე-9 არხის" შეძენის მსურველებთან მოლაპარაკებებისთვის. „ თუ იქნა სერიოზული მყიდველი, რა თქმა უნდა, მივესალმები და აუცილებლად დავიცავ პირობებს.
მაგრამ ეჭვი მეპარება, მყიდველი გამოჩნდეს. ეს ატეხილი ხმაური ცარიელი ხმაურია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ყველა მყიდველი ცალ-ცალკე გაირჩევა. თუ სერიოზული მყიდველი გამოჩნდა, არც ერთ სერიოზულ მყიდველს უარი არ ეთქმევა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც გააკეთა კომენტარი.
"ძალიან ცუდად მოიქცნენ ჟურნალისტები და ტელევიზიის ხელმძღვანელობა. საინფორმაციო გამოშვების შემდგომ დახურეს ტელევიზია. ამ დროს მათ თვითონვე ქონდათ განცდა, რომ ბევრია მყიდველი და მსურველი, რომელიც მე ვერ ვნახე ისეთი დახურული ქმედებით, რომ არ გამომეწვია აჟიოტაჟი ტელევიზიის ირგვლივ. მე ვახერხებდი ყველა პოტენციურ მყიდველთან საუბარს. ქალბატონ ლუბას ავუხსენი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ამაზე გვიან ტელევიზიის დახურვა გვიანი იქნებოდა. ჩემთვის უცნაური იყო ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელობის რეაქცია არხის გათიშვაზე. ამ დროში შეიძლებოდა სერიოზული მყიდველი ყოფილიყო, თუ იქნება, მოხარული ვიქნები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.