შალვა პაპუაშვილი: მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო დაწინაურდა და 70 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა

შალვა პაპუაშვილი: მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო დაწინაურდა და 70 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა

მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო 2022 წელს ერთი ქულით დაწინაურდა, მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობის შედეგები გაუარესებულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევით, 70 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა და ესტონეთის შემდეგ უსწრებს, კვლევის ფარგლებში შეფასებულ ევროკავშირის წევრ და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს.

„საქართველომ წინა წელთან შედარებით გააუმჯობესა ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა, 100-დან 78 ქულა მიიღო და „თავისუფალ“ ქვეყნად შეფასდა.

აღნიშნული კვლევით, 70 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა და ესტონეთის შემდეგ უსწრებს, კვლევის ფარგლებში შეფასებულ ევროკავშირის წევრ და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.