ოპოზიციას ერთგვარი სახადი შეეყარა ამ საგამოძიებო კომისიებისა. მათ ახლა გაუგეს გემო პარლამენტში მუშაობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„განსაკუთრებით, მოსამართლეების საკითხზე [საგამოძიებო კომისიის შექმნა] კონტრპროდუქტიული იქნება და გააღრმავებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ დებატებს ქვეყანაში“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.