სააკაშვილსა და ევროინტეგრაციის, გვარამიასა და ევროინტეგრაციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სწორის არ არის და არანაირი არგუმენტებით არ არის გამყარებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მესმის, რომ მათ [ოპოზიცია] პოლიტიკურ მეგობრებსა და გარემოცვას უნდათ, რომ ასე იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ქვეყნის ევროპულ მომავალს მსჯავრდებულებს უკავშირებენ. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნა აქტუალური ხდება. „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება.