დავით ქართველიშვილი: ხელისუფლებას, რომელსაც, მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, ამერიკის ელჩი „რუსულ ოცნებას“ უწოდებს

დავით ქართველიშვილი: ხელისუფლებას, რომელსაც, მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, ამერიკის ელჩი „რუსულ ოცნებას“ უწოდებს

„საქართველოში, რომელმაც 9 აპრილს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ზვარაკად შესწირა ქვეყნის 21 პატრიოტი, დღეს აშშ-ის სამარცხვინო წარმომადგენელი ჩვენ, მათ სულიერ შთამომავლებს უსირცხვილოდ გვიწოდებს „რუსებს“; ხელისუფლებას, რომელსაც მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, „რუსულ ოცნებას“ უწოდებს.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ამერიკის ელჩი არასწორად აფასებს საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას. სინამდვილეში კი ჩვენ რუსეთისკენ არც მივილტვით და არც გვეშინია მისი, ხოლო ჩვენს თავს მოხვეული „რუსული პარანოია“ სწორედ აშშ-ის ხელისუფლების რუსოფობიით არის ნაკარნახევი.

„ასეთი ანტიქართული შემოსევა ჩვენს სამშობლოს მართლაც რომ დიდი ხანია არ ახსოვს. თანაც საიდან - ქვეყნიდან, რომლის ჩამოყალიბების მომენტისთვის ჩვენ უკვე წარმატებით გვქონდა გამოვლილი არაერთ კოლონიზატორთან ბრძოლა.

ქვეყნიდან, სადაც იმ დროს, როდესაც პლანტაციებზე პირუტყვად იყენებდა განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანებს, საქართველო ებრძოდა მეფის რუსეთის იმპერიას. ქვეყნიდან, სადაც „კუ-კლუქს-კლანი“ ლინჩის წესით ასამართლებდა განსხვავებული კანის ფერისა და აზრის ოპონენტებს, რა დროსაც საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან განიცდიდა თავისი საუკეთესო გენოფონდის განადგურებას.

საქართველოში, რომელმაც 9 აპრილს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ზვარაკად შესწირა ქვეყნის 21 პატრიოტი, დღეს აშშ-ის სამარცხვინო წარმომადგენელი ჩვენ, მათ სულიერ შთამომავლებს უსირცხვილოდ გვიწოდებს „რუსებს“.

ხელისუფლებას, რომელსაც მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, „რუსულ ოცნებას“ უწოდებს.

ეროვნულ კანონპროექტებს უსირცხვილოდ „რუსულ კანონებად“ შერაცხავს, ნებისმიერ ქართულ და ეროვნულ ინიციატივას, ФСБ-ის სახელმძღვანელოების ნარატივს უწოდებს. ხოლო ის სასამართლო, რომლის ხელში ჩაგდებასაც ვერ ეღირსა, „რუსულ სასამართლოდ“ გამოჰყავს.

ეს უნამუსო ადამიანი ჩვენს საკუთარ სახლში გვიბილწავს წინაპრების ხსოვნასა და გამრუდებულ-გაუკუღმართებულად წერს ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავლის ისტორიას. მის ამ ანტიქართულ ისტერიას სიამოვნებით არის აყოლილი მის მიერ დაფინანსებული მეხუთე კოლონა, რომელიც შეთავსებით კრემლის სასარგებლო იდიოტების ხროვას წარმოადგენს. ამ ანტიქართულ მეინსტრიმში დღეს მოყოლილია ქვეყნის ახალგაზრდობის ის ნაწილი, რომლის „გენმოდიფიცირება“ მათ, სამწუხაროდ, წარმატებით მოახერხეს.

ქვეყანაში, რომელსაც ეს სამარცხვინო ელჩი წარმოადგენს, თუ ვინმეს ჰგონია რომ ათობით იმპერიაზე „გადამხტარი“, მართალია, პატარა, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და თვითმყოფადი ქვეყანა დანებდება მის კოლონიალურ პოლიტიკას, საშინლად ცდება. ჩვენს თავს მოხვეული „რუსული პარანოია“ სწორედ ამ ქვეყნის ხელისუფლების რუსოფობიით არის ნაკარნახევი. თორემ საქართველოსა და ქართველ ხალხს რუსის შიში არ ჰქონია არც 1821, არც 1921, არც 1989, არც 1993, არც 2008 და არც 2023 წელს.

იმედია, ახლო მომავალში კელი დეგნანისა და მისი ანტიქართული პოლიტიკის სულის ჩამდგმელების დრო საქართველოში ამოიწურება. ორ ქვეყანას, ორ ხელისუფლებას ასეთი მავნებელი „შუამავალი“ ჯერ არ ჰყოლია.

როგორც ჩანს, სამშობლოში დაბრუნებამდე, მის ერთ-ერთ უკანასკნელ მავნებლობად „პრაიდის“ მორიგი ორგანიზების მცდელობა შეიძლება ვივარაუდოთ. ეს ნამდვილად იქნება ჩვენი მოთმინების უკანასკნელი წვეთი მის მიერ შეურაცხყოფილ ფიალაში და ადამიანურად ვურჩევ, ნურც შეწუხდება.

დიდი იმედით ველოდებით ამერიკაში მოსალოდნელ სახელისუფლებო ცვლილებებს, რათა საქართველოში ბოლო 3 წელიწადში განვითარებულ მოვლენებს სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და ორი ქვეყნის ურთიერთობას ეღირსება პარტნიორულ ურთიერთობასა და ურთიერთპატივისცემას მოწყურებული მიდგომები.“ - წერს დავით ქართველიშვილი.

Aburjga Tasmanieli ძალა სიმართლეშია!
სადაც კაცი ქორწინდება კაცზე, ქალი ქორწინდება ქალზე და თანაც ითხოვენ ეკლესიაში ჯვრისწერის უფლებას, სადაც 50-60 წლის ასაკის მათი გენერლები და ადმირალები საკუთარ სქესში ვერ გარკვეულან, ჰორმონებს ღებულობენ, რომ ქალად გადაიქცნენ, ... და ა.შ. ამათგან რა უნდა გაგიკვირდეს?! მათი დედის რძე ტყუილი და მანიპულიაციაა! ეს არის მთელი აშშ და ბრიტანეთი, ბაიდენი, ბლინკენი, სენატორი რიჩი და პერაშკის მცხობელი ვიქტორია, ვირთხა რიში სუნაკი და გერმანელი მწვანე ნაშა ლიზა ბერბოკი, დაცემული შოლცი...! თუ კოლექტიურ დასავლეთს ქართველმა ხალხმა უმოკლეს ვადებში არ უთხრა ხმამაღალი,მკაფიო არა, თუ ამ ეშმაკის ნაშიერთ უახლოეს დროში არ ავუკარით გუდანაბდი საქართველოდან, მალე, სულ მალე გვაიძულებენ წინაპართა, დედ-მამის საფლავებზე მოვისაქმოთ! ქართულად ლაპარაკს აგვიკრძალავენ. აფთიაქში, მაღაზიაში რომ შევიდეთ წამალის და პურის საყიდლად ლგბტ-სთან ტოლერანტობის დამადასტურებელ ვარდისფერ პასპორტს მოგვთხოვენ! სუვერენიტეტის "აღდგენიდან" განვლილ 32 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით შემცირდა 3,5 მილიონი დავრჩით. რეალურად აღარც ამდენნი ვართ, რადგან ერის მომავალი ახალგაზრდობა მიილტვის მაძღარი ცხოვრებისაკენ და ბედ-იღბალის ძებნაში სტოვებს სამშობლოს. უფროსი თაობა, დიასახლისები უცხო ქვეყნებში ღამის ქოთნის გამტანებად არიან დასაქმებული. სამშობლოს სიყვარულში, სამშობლოს მომავალზე მოფიქრალი დიდი ისტორიის ერისაგან, ცდილობენ უთავმოყარეო გაძეხიების - მომხმარებლების საზოგადოებად გადაგვაქციონ! შეიქმნა ბალენსიაგას კალოშებზე და სხვა ჯღანებზე დაფანატებულთა ფართო კლუბი! დროზე შემოვკრათ განგაშის ზარები, საერთო სახალხო მოძრაობა გვჭირდება! ამისათვის უპირველესად უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, საერთოდ, როგორც ასეთი. ხმამაღლა უარი უნდა ითქვას საქართველოში დასავულრი ლიბერალ-ლგბტ დემოკრატიის დანერგვის პროცესზე! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს თავიდან უნდა მოვიშორეოთ გარყვნილი მტარვალი აშშ და ევროკავშირი!
30 აპრილს ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, ქუდზე კაცი უნდა ვეცადოთ და მშვიდობიანი ფორმით გავაგებინოთ მტარვალ კოლექტიურ დასავლეთს , ვერ გადაგვტეხავთ, მამა - პაპათა სჯულზე ხელს ვერ აგვაღებინებთ, ავს თუ ავი არ ვუწოდეთ მაშინ კარგი ვითარ ვაქოთ, შორს თქვენი სისხლში ამოსვრილი ხელები? თქვენი მყრალი ლგბტ ოხშივარი საქართველოსგან, თბილისიდან, მთაწმინდის პანთეონიდან! განვედით, წადით სანამ დროა!
2 წლის უკან