დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩვენ სანამ მოსამართლეები გვქვია, გვაქვს იმის პატივი, რომ გვეცვას მანტია და განვახორციელოთ მართლმსაჯულება საქართველოს სახელით, ვერც საელჩო და ვერც ვერავინ შეგვაშინებს

დიმიტრი გვრიტიშვილი: ჩვენ სანამ მოსამართლეები გვქვია, გვაქვს იმის პატივი, რომ გვეცვას მანტია და განვახორციელოთ მართლმსაჯულება საქართველოს სახელით, ვერც საელჩო და ვერც ვერავინ შეგვაშინებს

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი მოითხოვს, რომ მანამ, სანამ მძიმე ბრალდებას წარუდგენ და გადაწყვეტილებას მიიღებ სანქცირების შესახებ, თავად გამოიძიო ეს ბრალდებები და დააფუძნო კონკრეტულ მტკიცებულებებს.

„ფაქტობრივად ვხედავ ერთგვარ შანტაჟს ხელისუფლების მიმართ. პოლიტიკურ ხელისუფლებას ვგულისხმობ - აი, მე წარვადგინე ბრალდება და ახლა თქვენ უნდა გამოიძიოთ იმისთვის, რათა დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად ხართ ჩართული კორუფციასთან ბრძოლაში. დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი მოითხოვს, რომ მანამ, სანამ მძიმე ბრალდებას წარუდგენ და გადაწყვეტილებას მიიღებ სანქცირების შესახებ, თავად გამოიძიო ეს ბრალდებები და დააფუძნო კონკრეტულ მტკიცებულებებს და ფაქტებს შენი გადაწყვეტილება და შემდგომ შეიძლება გქონდეს რაღაცის პრეტენზია. ჩვენ სანამ მოსამართლეები გვქვია, გვაქვს იმის პატივი, რომ გვეცვას მანტია და განვახორციელოთ მართლმსაჯულება საქართველოს სახელით, ვერც საელჩო და ვერც ვერავინ შეგვაშინებს და შესაბამისად, ჩვენს დამოუკიდებლობას, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას ყოველთვის დავიცავთ“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.