აშშ-ის ელჩი მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დასაბუთებულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„ელჩი მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისი განცხადება კომპეტენციის შესაბამისია. გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა და ის დასაბუთებულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. დღეს ამ საკითხის რევიზია და ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციაა“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შემდეგ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომას ითხოვს. მათთვის ამერიკის ელჩის განმარტებები საკმარისია და დამატებითი მტკიცებულებების აუცილებლობას ვერ ხედავენ.