ირაკლი კობახიძე: მოსამართლეთა დასანქცირებაზე კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვხედავთ, ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეთა დასანქცირებაზე კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვხედავთ, ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები

მოსამართლეთა დასანქცირებაზე კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვხედავთ, ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები, რაც კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე დუმილია ამასთან დაკავშირებით.

მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია და როდესაც ამის საფუძველზე, სისხლიანი სასამართლო სისტემის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ მოსამართლეების გადადგომას ითხოვს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის სწორი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცუგო- ალბათ როგორი გაკვირვებულ-აღშფოთებულნი არიან ასეთი ურჩობით... ცივი წყალი დალიონ!
2 წლის უკან