პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს და ვერ შეძლებენ ქუჩაში ხალხის მობილიზებას, მით უმეტეს, ისეთ თემასთან დაკავშირებით, რაზეც სწორედ ხალხს აქვს სათანადო რეაქცია.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს. ვერანაირად ვერ შეძლებენ ქუჩაში ხალხის მობილიზებას, მით უმეტეს, ისეთ თემასთან დაკავშირებით, რაზეც სწორედ ხალხს აქვს სათანადო რეაქცია. როდესაც მტკიცებულებების გარეშე ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს, სწორედ ეს არის ის საკითხი, რაც იწვევს საზოგადოებაში სათანადო რეაქციას. რეაქცია, რომელიც უკავშირდება უკმაყოფილებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება არის მიუღებელი საზოგადოებისთვის და როდესაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ პირიქით, ამ საკითხის გარშემო გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, ბუნებრივია, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.