ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე: ილუზია არ მაქვს, რომ დაფინანსებაზე უარს იტყვიან, რადგან სანამ BBC-ის დოკუმენტური ფილმი გამოვიდოდა, კარგად იცოდნენ, რომ კეზერაშვილი ამ სქემაში იყო გახვეული

ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციაზე: ილუზია არ მაქვს, რომ დაფინანსებაზე უარს იტყვიან, რადგან სანამ BBC-ის დოკუმენტური ფილმი გამოვიდოდა, კარგად იცოდნენ, რომ კეზერაშვილი ამ სქემაში იყო გახვეული

რაც შეეხება ოპოზიციას, ილუზია არ მაქვს, რომ დაფინანსებაზე უარს იტყვიან, რადგან სანამ BBC-ის დოკუმენტური ფილმი გამოვიდოდა, კარგად იცოდნენ, რომ კეზერაშვილი ამ სქემაში იყო გახვეული, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„თუ აქამდე ისინი იღებდნენ დაფინანსებას კეზერაშვილისგან, ვფიქრობ, ისევ გააგრძელებენ და BBC-ის ფილმი ამას ხელს არ შეუშლის“, - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდრე გამოძიება ოფიციალურად იტყვის, არის თუ არა BBC-ის სკანდალური ფილმის მთავარი მოქმედი პირი, დავით კეზერაშვილი ნამდვილად დამნაშავე, მანამდე ოპოზიცია კეზერაშვილთან და მის ფინანსებთან გამიჯვნას არ აპირებს. ამ თემაზე საუბარი ოპოზიციაში დისკომფორტს უქმნით. მათ შორის, არ სურთ განმარტება, აფინანსებთ თუ არა დავით კეზერაშვილი. თავად კეზერაშვილმა აღნიშნული ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში დაადასტურა. სახელისუფლებო გუნდში კი ვარაუდობენ, რომ BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ ევროპარლამენტარების ტონი შერბილდება.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.