კელი დეგნანი: გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ

კელი დეგნანი: გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ

გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ პარლამენტი და საპარლამენტო ინსტრუმენტები, როგორიცაა საგამოძიებო კომისია, რათა შეასრულონ თავიანთი სამუშაო, ხალხის სახელით პასუხი მოსთხოვონ ჩინოვნიკებს, გამჭვირვალედ აჩვენონ ქართველ ხალხს, რა ხდება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის მართლმსაჯულებაში“, - აღნიშნა ელჩმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ცუგო- გაიტანეთ გრელანდია!!!
2 წლის უკან