გერმანულ, ბრიტანულ, ევროპულ საგამოძიებო სტრუქტურებს ვერავინ ვერასდროს დაემალება, ვერც კეზერაშვილი და ვერც ვინმე სხვა,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„სტრატეგია აღმაშენებელს“ კეზერაშვილთან ფინანსურად არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება ევროპულ გამოძიებას, ვფიქრობ, რომ გერმანულ, ბრიტანულ, ევროპულ საგამოძიებო სტრუქტურებს ვერავინ ვერასდროს დაემალება, ვერც კეზერაშვილი და ვერც ვინმე სხვა. არც მახსოვს როდის ვნახე ბოლოს დავით კეზერაშვილი“,- აღნიშნა ვაშაძემ.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.