სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა გეგეჭკორი პოსტს აქვეყნებს.
„წერეთლის პროსპექტის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
დედაქალაქის მერის,კახი კალაძის განცხადებით, პროექტის პირველ ეტაპზე,შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება,დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები,ჩატარდება გამწვანების სამუშაოები,
დამონტაჟდება განათების ბოძები,მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები.
ნუ დაგავიწყდებათ რომ წერეთლის გამზირის ბოლო რეაბილიტაცია გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩატარდა.
სავსეა პროსპექტის გასწვრივ კორპუსების სარდაფები წყლით.
არც ის დაგავიწყდეთ რომ პროსპექტის სიგრძე 3,8 კმ-ია და სამუშაოების ჩატარება დროს მოითხოვს.
მერის მოადგილის,ირაკლი ბენდელიანის განცხადებით,რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება.
“მანამდე რა ვქნათ?”-ამ შეკითხვით უამრავი პოსტი შემხვდა სოცქსელში.
-ამ ფოტოს უყურეთ,ასე გაკეთდა ჩქარა, “პლეხანოვი” A la saakashvili, თაბაშირ-მუყაოთი…“