პაატა მანჯგალაძეს ყოველთვის ექნება მიდრეკილება, არევისთვის გადადგას ნაბიჯები, ეს არის იმ ხალხის საზრუნავი, რომლებიც ხელმოცარულები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში წარმატებას მიაღწიონ.
„ბატონი პაატა მანჯგალაძისთვის გასაგებია, მათ შორის, იმ რეიტინგის და ბევრი ფატალური შეცდომის ფონზე, რომელიც მის პოლიტიკურ ძალას დაშვებული აქვს, რომ პოლიტიკური წარმატების არავითარი შანსი არ არსებობს. არსებობს ერთადერთი შანსი, რომ რაღაც არეულობაში, მღვრიე წყალში ეცადოს თევზის დაჭერას. მას ყოველთვის ექნება სურვილი და მიდრეკილება, რომ რაღაცნაირად არევისთვის და რადიკალიზაციისთვის გადადგას ნაბიჯები. ეს არის ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის, 12 პუნქტზე მუშობის პროცესში, იმ ხალხის საზრუნავი, რომლებიც არიან ხელმოცარულები. არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, ნორმალური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიონ, აქედან გამომდინარე ქნებიან გულშემატკივრები ყოველგვარი არეულობის თუ დესტაბილიზაციის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ დღეს განაცხადა: „უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით, პროტესტის კერები გავაჩინოთ, ან გამოვალთ ქუჩაში, ან ზაფხულში მოგვიწევს ბუზებთან და კოღოებთან ბრძოლა“.