"ნათელმირონები” – საპირისპირო საპრეზიდენტო ბანაკში (Video)

კასპში, პარტია ,,ქართული ოცნების” და საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს ერთმანეთის ნათესავები – რამაზ ბერიანიძე და გურამ მერებაშვილი ხელმძღვანელობენ. ამის შესახებ ლიდერები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ადასტურებენ. რამაზ ბერიანიძე გურამ მერებაშვილის ძმისშვილის ნათლიაა.

,,ეს ასეა, მაგრამ ჩვენს საქმიანობას ეს ფაქტორი ხელს არ შეუშლის. რამაზ ბერიანიძე, ძირითადად, ჩემი ძმის მეგობარია, მისი შვილის ნათლია. მე ერთი თვეა არც მინახია ბერიანიძე.” აცხადებს გურამ მერებაშვილი.

რამაზ ბერიანიძე კომენტარს არ აკეთებეს: ,,ჯერ ვაცდი, ყველამ თავისი სათქმელი ბოლომდე თქვას და მერე დავიწყებ განცხადებების გაკეთებას” – ამბობს ბერიანიძე.

გურამ მერებაშვილის თქმით, სახალხო კრების აქციებში 2011 წლის მაისსაც იღებდა მონაწილეობდა. ,,26 მაისის დარბევაში მეც სასტიკად დავზარალდი. სიმართლე გითხრათ, პარტიის წევრი არც ვარ. უბრალოდ, მინდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძეს დავუდგე გვერდით.” – აცხადებს მერებაშვილი.