დიმიტრი ხუნდაძე: „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თავისუფლებას „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ხედავს

დიმიტრი ხუნდაძე: „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თავისუფლებას „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ხედავს

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ გამოირჩევა იმით, რომ თავისუფლებას ის ხედავს „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, ახალგაზრდების მობილიზებაში რომ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედონ, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე საუბრისას.

„მუდმივად ცდილობენ დესტრუქციის გზით მიაღწიონ იმას, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნავს ხუნდაძე.

„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ვიდეო-კადრები მიმდინარე წლის თებერვლის თვით თარიღდება. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“ რადიკალების მიერ ორგანიზებულ ე.წ. ბანაკში შეხვედრას ესწრებოდა, „ქრონიკას“ უყვება, რომ ტრენინგზე ლიბერალიზმზე საუბრობდნენ, თუმცა, ლიბერალიზმის საფარქვეშ, ასევე აქტიურად საუბრობდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, სისხლიან რევოლუციაზე და დესტრუქციაზე.