დიმიტრი გვრიტიშვილი: კომისიის მუშაობა არ უნდა დაემსგავსოს მოსამართლეებისთვის ანგარიშის მოთხოვნას, რაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ყველას ეკრძალება, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც

დიმიტრი გვრიტიშვილი: კომისიის მუშაობა არ უნდა დაემსგავსოს მოსამართლეებისთვის ანგარიშის მოთხოვნას, რაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ყველას ეკრძალება, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც

კომისიის მუშაობა არ უნდა დაემსგავსოს მოსამართლეებისთვის ანგარიშის მოთხოვნას, რაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ყველას ეკრძალება, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

„კომისიის შექმნის საფუძველი არის ის, რომ თითქოს, სასამართლო სისტემაში არის კორუფცია, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. თუ მოხდა ისე, რომ კომისია შეიქმნა, მოქმედი კანონმდებლობა ყველა თანამდებობის პირს ავალდებულებს კომისიასთან თანამშრომლობას - დოკუმენტების მიწოდება იქნება, თუ ახსნა-განმარტების. თუმცა, აქვე, ხაზს გავუსვამთ იმას, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა არ უნდა დაემსგავსოს მოსამართლეებისთვის ანგარიშის მოთხოვნას, რაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ყველას ეკრძალება, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც. დანარჩენი, კანონმდებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც თავისი მანდატის შესრულებას განახორციელებ“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.