თავიდანვე ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ამ აქციას ისეთივე მასობრივი ფორმა არ ჰქონოდა, როგორც 7-9 მარტს და მზად ვიყავით. ზუსტად ის მივიღეთ, რასაც ვფიქრობდით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ მრავალპარტიული აქცია. ვფიქრობ, ის მიზანი, რომელიც ჩაფიქრებული იყო შესრულდა. არ ვიცი ვინ რა რაოდენობით საზღვრავს ზოგადად აქციის რაოდენობას. თავიდანვე ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ამ აქციას ისეთივე მასობრივი ფორმა არ ჰქონოდა, როგორც 7-9 მარტს და მზად ვიყავით. ზუსტად ის მივიღეთ, რასაც ვფიქრობდით“,- აღნიშნა ხაჯიშვილმა.