შოკოლადის სააღდგომო ნამცხვარი

შოკოლადის სააღდგომო ნამცხვარი

ინგრედიენტები

1 1/2  ჭიქა ფქვილი

3/4  ჩ/კ საცხობი სოდა

1/2  ჭიქა კაკაო

1/2  ჭიქა ყავისფერი შაქარი

1/2  ჭიქა იოგურტი

1   ს/კ ხსნადი ყავა

მწიკვი მარილი

3   ცალი კვერცხი

200   გრამი გამდნარი კარაქი

200   გრამი მზა ბეზე

1   ჭიქა შესქელებული ნაღები

2   ს/კ შაქრის პუდრა

110   გრამი შავი შოკოლადი

25   გრამი უმარილო კარაქი

20   გრამი წვრილი ატრია

60   გრამი შავი შოკოლადი

110   გრამი პატარა სააღდგომო კვერცხები

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 160 C-ზე. მოუსვით ცხიმი ორ 18 სმ–იან მრგვალ ნამცხვრის საცხობ ლანგარს.

თასში აურიეთ ფქვილი, საცხობი სოდა, კაკაო და ყავისფერი შაქარი. შემდეგ შეურიეთ ყავა, იოგურტი, კვერცხი, 200 გრ გამდნარი კარაქი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ორ ლანგარზე და მოასწორეთ ზედაპირი. აცხვეთ 1 სთ და 10 წთ–ით ან მანამ, სანამ ცენტრში მოთავსებულ ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. გამოიღეთ ღუმელიდან და ბოლომდე გააცივეთ.

სანამ ნამცხვარი გაგრილდება, გააკეთეთ ბუდე. დატეხეთ ატრია პატარა ნაწილებად და მოათავსეთ თასში. მიკროტალღურ ღუმელში გაალღვეთ 60 გრ შავი შოკოლადი, მოასხურეთ ატრიას და კარგად აურიეთ. შოკოლადში ამოვლებული ატრია მჭიდროდ მოალაგეთ პატარა თასში, რომელშიც საკვების შესაფუთი ცელოფანი იქნება ჩაფენილი. ზემოდან შედარებით პატარა ჯამი დაადეთ და შედგით მაცივარში რომ გამყარდეს.

ნამცხვრის ფენები ფორმებიდან ამოიღეთ და კბილანებიანი დანით ორივეს თანაბრად მოაჭერით ზედა ფენა(ქერქი).

შიგთავსის გასაკეთებლად, დატეხეთ 200 გრ შოკოლადისა და მიწისთხილის ბეზე პატარა ნაწილებად. ნაღები თასში მოათავსეთ და თქვიფეთ ხელის სათქვეფით, სანამ მსუბუქად არ გამყარდება. დაუმატეთ შაქარი და კვლავ ათქვიფეთ მსუბუქად გამყარებამდე. შეურიეთ ბეზე. შემდეგ გადაიტანეთ შიგთავსი ნამცხვრის ფენებს შორის.

შოკოლადის განაშის გასაკეთებლად, მიკროტალღურ ღუმელში ერთად გაადნეთ 25 გრ კარაქი და 110 გრ შავი შოკოლადი, ურიეთ კარგად შერევამდე და მოასხით ნამცხვარს ზემოდან. გამოიღეთ ბუდე მაცივრიდან და მოაცალეთ ჯამები. დაადეთ ნამცხვარს და აავსეთ პატარ–პატარა შოკოლადის კვერცხებით. გემრიელად მიირთვით!