გიორგი ვოლსკი: არაერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში აწარმოებს დეზინფორმაციის ინტენსიურ სტრატეგიას, იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს მიაყენოს ჩრდილი

გიორგი ვოლსკი: არაერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში აწარმოებს დეზინფორმაციის ინტენსიურ სტრატეგიას, იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს მიაყენოს ჩრდილი

არაერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში აწარმოებს დეზინფორმაციის ინტენსიურ სტრატეგიას, იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს მიაყენოს ჩრდილი და გამოიწვიოს რაღაც წარმოდგენის ჩამოყალიბება, რომელიც სამწუხაროდ აისახა ამ დოკუმენტში, - განაცხადა პარლამენტის ვისე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირების თემაზე საუბრისას.

„თუნდაც, ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანი უკვე წლების განმავლობაში არ არის სასამართლოში არ მუშაობს არანაირ სახელმწიფო სტრუქტურაში, მეტყველებს იმაზე, რომ მიწოდებული ინფორმაცია სწორედაც არის დეზინფორმაციის სერიოზული მცდელობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.